02:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 15:16:26, 1177 ნახვა

საზოგადოება
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება;

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

27 იანვრიდან კი,  ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს  220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics