02:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 13:55:55, 1331 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში ნაკლებია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია. ამის შესახებ მან კორონავირუსთან დაკავშირებით გამ,ართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

„ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს. ხაზს ვუსვამ, რეკომენდაციები ეხება მათ, ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში, რომელიც არის დედაქალაქი იმ პროვინციის სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაიწყო და ეს რეკომენდაციები არ არის ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ვუჰანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები. ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოგზაურებმა, ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა უფრო მეტი რისკი შეუქმნან თავიანთ ჯანმრთელობას. ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქ შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში. ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად, იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსი, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადება გავრცელდა. ვირუსი ცოტა ხნის წინ პირველად ქალაქ ვუჰანში  გამოჩნდა და შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აზიის სამ სხვა ქვეყანაშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics