01:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 12:45:40, 1951 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე „ვინ არის უთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი?“ - გამოკითხულთა 45%-მა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა; 12%-ის აზრით - ოპოზიცია; 5%-ის აზრით - ენმ; 4%-ის აზრით გიორგი გახარია; 2%-ის აზრით - ბიძინა ივანიშვილი; 1%-ის აზრით - საპროტესტო აქციის მონაწილეები. ამასთან, 10% თვლის, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველას ერთად ეკისრება.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 61%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები „ზედმეტად მკაცრი“ იყო, 15%-ის აზრით - „სათანადო“; 6%-ის აზრით, „ზედმეტად ლმობიერი“.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics