|
2020-01-11 14:47:41, 2444 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე - C ჰეპატიტის პროგრამა აქტიურად ხორციელდება, მასში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის უფასოა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ქვეყანამ 2015 წელს დაიწყო იყო და რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრიორიტეტად, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში დღემდე 64000-ზე მეტი ადამიანი იღებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობას, რომლის გარეშეც მათი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. სამინისტროს განცხადებით, აუდიტის დასკვნა, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს აქცენტს აკეთებს პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მარაგების მართვის ხარვეზებზე. "ასეთი ტიპის პროექტებისთვის მედიკამენტების საჭირო რაოდენობის სწორად პროგნოზირება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამინისტრო მუდმივად მუშაობს მარაგების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტების დაგეგმვის პროცესში პროგნოზული ცდომილება 5%-ს", - აცხადებენ უწყებაში. ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია 2000-ი პაციენტის დოზაზე. „ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 პირს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ ყოველთვიურად, რომ პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა С ჰეპატიტის პროგრამის აღიარებას საერთაშორისო დონეზე და მის მაღალ ეფექტურობას, რაც პაციენტების 98%-ს სრული განკურნების შესაძლებლობას იძლევა. საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ევროპის ღვიძლის საზოგადოების ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა. საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით პროგრამა ემ ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება ელიმინაციის მიზნების სრულად მისაღწევად. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. ასევე ხელმისაწვდომია მკურნალობისთვის საჭირო უახლესი თაობის მედიკამენტებიც.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)