|
2020-01-09 10:52:17, 1292 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო
„ჩვენ უნდა მოგვეგვარებინა წყალმომარაგების პრობლემა გუდაურსა და ბაკურიანში, ეს არ უნდა მომხდარიყო“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობას მეტი პრევენციული მუშაობა მართებდა წყალმომარაგების მიმართულებით. „სამწუხაროდ, წლის დასაწყისში გარკვეული გართულებები გვქონდა ზამთრის კურორტებზე. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტურისტების მოსაზიდად, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ უფრო მეტი პრევენციული მუშაობა გვმართებდა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)