22:16 - 08 Jul, 2026
|
2020-01-08 11:15:24, 1790 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს. „სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების კატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. მე ვუცხადებ ღრმა მწუხარებას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. შეგხსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 პირი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)