22:17 - 08 Jul, 2026
|
2020-01-07 16:23:51, 1611 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)