|
2020-01-04 13:55:54, 2180 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანზე გარემოვაჭრეებისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით მერიასთან აქცია გაიმართება
გარემოვაჭრეები, მოძრაობა „შეცვალე“ და „ლეიბორისტული პარტია“ დღეს, 15:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილის მოწყობას მოითხოვენ. „ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ დაკავებებით და დაპატიმრებებით, ეს პოლიტდაპატიმრება ჩემთვის უკვე ჩვეულ ამბად იქცა და გუშინ, აი ამ ფორმით ჩაშლილი აქცია მერიასთან გაიმართება დღეს 3 საათზე. ამით ერთის მხრივ სოლიდარობას გამოვხატავთ მალხაზ მაჩალიკაშვილის და გარემოვაჭრეების მიმართ, მეორეს მხრივ კონკრეტულად მოვითხოვთ, რომ , გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური სავაჭრო ადგილი მოეწყოს რესპუბლიკის მოედანზე და არ აიძულონ ისინი სხვის სისხლზე ივაჭრონ, რაზეც მათ უარი თქვეს. იგულისხმება მალხაზ მაჩალიკაშვილის დარბეული კარავი და ის ადგილი, სადაც გომურმა, სულაშვილმა და სხვებმა დაკარგეს თვალი, ჯანმრთელობა და ა.შ.“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს პარლამენტის წინ, დასუფთავების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო და მის ნაცვლად, საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა. მერიამ გარემოვაჭრეები პარლამენტის წინ გაუშვა და რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება არ მისცა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)