|
2020-01-02 14:23:31, 2369 ნახვა
საზოგადოება
112 -ს საფასური 1-ელი იანვრიდან 40 თეთრი გახდა
2020 წლიდან უსაფრთხოების მართვის ცენტრის, "112"-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის, ასევე მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 20 თეთრის ნაცვლად 40 თეთრს გადაიხდიან. "112"-ის საფასური 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, იურიდიული პირებისთვის კი, 50 თეთრი იყო. 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირების "112"-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული პირებისთვის საფასური მცირდება და ოდენობა 40 თეთრით განისაზღვრება. "112"-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)