|
2019-12-30 15:59:12, 4257 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: 2019 წელი პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული, დისკუსიებითა და დებატებით დაძაბული იყო
„პარლამენტისთვის იყო ძალიან დატვირთული სამუშაო წელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თალაკვაძემ 2019 წელი პოლიტიკურად შეაფასა. მისი თქმით, 2019 წლის განმავლობაში პარლამენტმა 400-ზე მეტი კანონი მიიღო. „პარლამენტისთვის ძალიან დატვირთული სამუშაო წელი იყო. ჩვენ მივიღეთ 400-ზე მეტი კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებები, დადგენილებები, გავმართეთ პლენალური სხდომები, 13-ჯერ მოვუსმინეთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 2019 წელი პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით საკმაოდ დაძაბული იყო. „ეს წელი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიებითა და დებატებით იყო საკმაოდ დაძაბული, ჩვენ წარვადგინეთ ის მთავარი გამოწვევები და მთავარი სამუშაო საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც პარლამენტმა ბევრი გააკეთა, მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, ენერგო ეფექტურობის და ენერგო სექტორში ალტერნატიული წყაროების სტიმულირებისათვის მნიშვნელოვანი პაკეტი, ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივები“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)