|
2019-12-28 18:18:17, 3043 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ გამოეხმაურა. როგორც მინისტრის „ტვიტერის“ საკუთარ გვედზე წერს, გაფრინდაშვილის გათავისუფლება საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შედეგია. „საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მე მოხარული ვარ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა“, - წერს ურმას რეინსალუ. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)