|
2019-12-27 19:21:37, 3340 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ
„ფაქტები დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა? ბოდავს და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფო კილაძის განცხადებას. ეკა ბესელის თქმით, ის კილაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხს მოსთხოვს. „ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე და უთხრა, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ. როგორ შეიძლება, კილაძემ რამე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული. ამიტომ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ უკანონო ტენდერებს მიხედონ, თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაში არიან ჩაფლული. ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ. თავად კილაძეა კორუფციაში ჩაფლული. ის და მისი კლანის ლობისტები. ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ. კეთილი ინებოს, ფაქტებით ისაუბროს. გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე კილაძეს დაესიზმრება. ჯერ არ მითქვამს და ამის დროც მოვა. რაც შეეხება პირად მტრობას, არც მანამდე და არც ახლა წარმოადგენს რამეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)