|
2019-12-27 19:02:09, 3189 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: ჩვენ გვაქვს საქმე მახინჯ სისტემასთან, რომელშიც ჩართულია პროკურატურა და ეროვნული ბანკი
„ჩვენ გვაქვს საქმე მახინჯ სისტემასთან, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ეროვნული ბანკი“, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც გრძელდება კრიმინალური მენტალიტეტის, გახარიას ხელშეწყობით. „ჩვენ მახინჯ სისტემასთან გვაქვს საქმე, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ეროვნული ბანკი, რომელიც ფაბრიკაციას აკეთებს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ეს საქმე უკვე მეორე წელია გრძელდება კრიმინალური მენტალიტეტის გახარიას ხელშეწყობით და ორგანიზებით, რომელშიც ჩართულია კობა გვენეტაძე, სამარცხვინო ადამიანი, რომელიც არის ეროვნული ბანკის ე.წ. შესაბამისად, მათი დამქაშები სხვას ვერაფერს იტყვიან, რაც დღეს თქვეს. დაბნეულები, ძირითად კითხვებზე პასუხი აქვთ, რომ „არ ვიცი“. თუ არ იცის, საერთოდ, რამეს როგორ ამოწმებს?! ვერცერთ კითხვაზე მათ ნორმალური პასუხი ვერ გასცეს. სასამართლო განხილვები დააჩქარეს მხოლოდ იმის გამო, რომ კვირაში ოთხი თუ ხუთი დღე ხუთი საათის განმავლობაში სასამართლოში ვიყოთ. ვერაფერი გაგვაჩერებს, ვერც შეგვაშინებს. ჩვენს გზაზე მივდივართ. გახარია მობრძანდეს პროკურატურაში, მობრძანდეს სასამართლოში და მისცეს იმ წერილზე განმარტებები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!"
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)