10:17 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 14:39:00, 1760 ნახვა

პოლიტიკა
ლია გიგაური: სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ძალისხმევას არ დავაკლებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასე გაჭიანურება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს“, - ამის შესახებ ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, გაკეთდება მაქსიმუმი, რათა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს.

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭიანურება კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაგრძელოთ ძალისხმევა. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა ძალისხმევაა არ დავაკლებთ, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედაებიან, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics