|
2019-12-23 16:52:32, 2573 ნახვა
პოლიტიკა
კარლო კოპალიანი: ბასიაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც თავის ბრიგადასთან ერთად 26 მაისს გვარბევდა
„პარლამენტის სირცხვილია მისი უფლებამოსილების ცნობა, მაგრამ ეს სირცხვილი იმ ხალხმა ზიდოს, ვისი პარტიის წარმომადგენელიც არის“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის დეპუტატად დანიშვნას. როგორც კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან არ დაუჭირა კოპალიანის დეპუტატად დანიშვნას მხარი, რადგან ის იყო ერთ-ერთი, ვინც 26 მაისს არბევდა ხალხს. „პარლამენტის სირცხვილია მისი უფლებამოსილების ცნობა, მაგრამ ეს სირცხვილი იმ ხალხმა ზიდოს, ვისი პარტიის წარმომადგენელიც არის. მას მხარი არ დავუჭირე, რადგან მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც თავის ბრიგადასთან ერთად 26 მაისს გვარბევდა. სიკვდილამდე გვცემეს და ამ დროს ბასიშვილი იყო თავის ჯგუფთან ერთად, რაც ცნობილი ამბავია. კარგი იქნება, თუ მას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. შეგახსენებთ, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა. კენჭისყრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა, კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)