|
2019-12-21 10:59:08, 2579 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ევროკავშირი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. „9 ნოემბერს დაკავებული ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა. დღევანდელი მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც აკონტროლებს ცხინვალის ტერიტორიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას. ჩვენ ასევე ვუსვამთ ხაზს, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების შეუღუდავი თავისუფლების აღდგენისთვის, დაუყოვნებლივ და გადაუდებლად გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ უკანონო საზღვრის კვეთისთვის ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)