08:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 18:35:55, 531 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის  მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების  გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება გადაუგზავნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 22-23 ივლისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებული იქნება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ასი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics