|
2015-07-24 16:54:37, 571 ნახვა
საზოგადოება
ბათუმს მალე საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი ექნება
ბათუმს მალე საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი ექნება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორამციით, დღეს ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარეს რაგბის მოედანზე მიმდინარე პროცესები სამუშაოების ხელმძღვანელმა სოსო ბოლქვაძემ და ასოციაცია „ატუ“-ს წარმომადგენელმა ნუკრი ღლონტმა გააცნეს. მოედანი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე შენდება, რაც მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს. მშენებლობა ქართუ ჯგუფმა 2014 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 775 988 ლარს. ამ ეტაპისთვის შესრულებულია 1 800 00 ლარის ღირებულების სამუშაოები. კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს. ძირითადი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი. აქვეა ხელოვნურ საფარიანი მოედანი - 500 მაყურებელზე და მესამე, ქვიშის მოედანი ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტრიბუნის, ღობის, მოედნების, სადრენაჟო სისტემების მოწყობა-მოპირკეთება და გადახურვის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს შიდა ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოები. სტადიონის ირგვლივ შენობაში განთავსდება ადმინისტრაციული ნაწილი, საშხაპეები და აუზები. მოედნები იქნება განათებული ევროპული ხარისხის განათებებით, სადაც ღამითაც კი ნებისმიერი დონის თამაში ჩატარდება. მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა ავტოსადგომი 220 მანქანისთვის, კეთილმოწყობილი ბორდიურებითა და გამწვანებით. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადგილობრივია დასაქმებული. ორ კვირაში დაიწყება შიდა და გარე ფასადების მოპირკეთება, რომლის დროსაც დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება. მშენებლობის ვადები წლის ბოლომდეა გათვლილი. „ქალაქში შენდება ევროსტანდარტების რაგბის სტადიონი, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ 2016 წლის ბოლომდე ობიექტი ჩაბარდება. მობილიზებულია მთავარი ძალები და მშენებლობის ტემპი ნორმალურია. ბაზა სამომავლოდ ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსის მოწყობასაც. ეს პროექტი სპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობას, ბათუმს ექნება ღირსეული მოედანი და ბაზა სპორტსმენებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მშენებლობის მონახულების შემდეგ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)