2019-12-19 12:13:27, 1071 ნახვა
საზოგადოება
დიღმის პოლიციასთან აქტივისტები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
დიღმის პოლიციის განყოფილებასთან, ახალგაზრდა აქტვისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
განყოფილებასთან, სადაც 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე დაიკითხა, ახალგაზრდა აქტივისტები მივიდნენ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პოლიციის შენობის შუშებზე სტიკერები, წარწერით „ამ ცხოვრების დედაც“, გააკრეს.
პოლიციამ ახალგაზრდა აქტივისტებს მოუწოდა, რომ არ გაეკრათ სტიკერები, თუმცა მათ მაინც შეძლეს მათი გაკვრა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფრაზა „ამ ცხოვრების დედაც“ უნდა ახსოვდეს შინგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს. მათივე თქმით, პროტესტი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან