|
2015-07-24 16:00:33, 577 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები ოჯახებისთვის ბათუმში ახალი სახლი აშენდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 სართულიან, 42-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მალე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გადავა. სახლი კომპანია „ატუ“-მ ბათუმის მერიის დაკვეთით ააშენა. სახლი სრულად კეთილმოწყობილია. ბინებში შეყვანილია წყალი, გაზი და ელექტროენერგია. ასევე მოწყობილია სველი წერტილები. დამონტაჟებულია სამზარეულოს ონკანები, აბაზანები და წყლის გამათბობლები. მოპირკეთებულია სამზარეულო და საპირფარეშოები. იატაკზე დაგებულია ლამინატი და ჩასმულია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები. ყველა სახლს და სადარბაზოს აქვს რკინის კარები. მოწესრიგებულია სარდაფი. სახლის ზედა ნაწილში კეთდება მანსარდა, რომელსაც მოსახლეობა საჭიროებისამებრ გამოიყენებს საერთო მოხმარებისთვის. სახლს გააჩნია 2000კვ/მ კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გაკეთებულია გამწვანება და ავტოსადგომები. „სახლი კეთილმოწყობილია და ყველანაირი პირობაა შექმნილი ნორმალური ცხოვრებისთვის. ერთ კვირაში დასრულდება პროცედურული საკითხები და აგვისტოში უკვე ბარის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს კეთილმოწყობილ სახლში შევასახლებთ. ამ პროცესს მოსდევს ბაღის რეაბილიტაცია. უსახური სახლების დემონტაჟის შემდეგ ბაღის განვითარების ახალი პროექტი შემუშავდება. ბოტანიკური ბაღი არის სამეცნიერო კვლევებისთვის აუცილებელი ტერიტორია, სადაც მოსახლეობა არ უნდა ცხოვრობდეს. მთავარი იყო მშენებლობის დასრულება. სახლში, რომელიც მოსახლეობისთვის აშენდა, გათვალისწინებულია მათთვის სასურველი ფართი და კომფორტი“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. ორ, სამ და ოთხ ოთახიანი ბინების მფლობელები უკვე ცნობილია. მოსახლეობასთან შეთანხმება წინასწარ შედგა და ფართები მათი მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდა. პროცედურული საკითხები მერიასთან რამდენიმე დღეში დასრულდება და შესახლება ორ კვირაში დაიწყება.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)