14:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 23:49:41, 1252 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში და ბათუმში ლუკა სირაძის ხსოვნის აქციები გაიმართა - ვიდეო

სოლიდარობის და საპროტესტო აქციები გაიმართა დღეს ბათუმშიც. “ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”,“სისტემა კლავს” – ამ შინაარსის საპროტესტო პლაკატები ჰქონდათ მოქალაქეებს.

ქუთაისში აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქცია 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ხსოვნას ეძღვნებოდა. ადამიანები ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ჯავახიშვილზე პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობისკენ დაიძრნენ. 

“სისტემა უნდა დაინგრეს” – სკანდირებდნენ ისინი. ახალგაზრდებმა პოლიციის შენობას გლოვის ნიშნად შავი ლენტები და ბუშტები შეაბეს და ტროტუარებაზე წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” დაიტანეს. აქციის ბოლოს პროტესტის მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელებით საკუთარი ნიშანი დაასვეს პოლიციის შენობას – “არა ძალადობას”.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics