14:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 15:35:25, 1378 ნახვა

საზოგადოება
„სადღაც ტყეში ვიბოდიალე, მავთულხლართებში გავიჭედე“ - კუხიანიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას ცდილობდა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო საზღვართან, სოფელ საკორინთლოში იმყოფება.

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მისი საოკუპაციო ხაზთან ყოფნის მიზეზი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანაა.  

„გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი ის მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი, თუ რა მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს "პროვოკატორები" უწოდა შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაპირისირების დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ფრაქცია „ქართულ ოცნებამ“ დღეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics