14:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 10:57:24, 834 ნახვა

საზოგადოება
„ვგლოვობთ ლუკას გარდაცვალებას“ - „მწვანე სკოლამ“ სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყვიტა

„მწვანე სკოლამ“ ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი  გამოუცხადა და მომხდარის გამო სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყვიტა.

მოზარდი რამდენიმე თვის განმავლობაში „მწვანე სკოლაში“ სწავლობდა. სწორედ ამ სკოლაში გაკეთებული წარწერების შემდეგ დაიწყო ყველაფერი.

„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები უძღოდა წინ, რის გამოც მოზარდი მოწმის სახით დაკითხეს. ლუკა სირაძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. აღნიშნულ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics