13:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 16:20:46, 1049 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი „მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ექვსი ჰესის შეფასების ანგარიშის წარდგენას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი  პროექტის „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა“  შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებმა  ხრამ ჰესი I-ის, ხრამ ჰესი II-ის, ჟინვალჰესის, აწჰესის, ნაბეღლავი ჰესისა და ბახვი ჰესი III-ის ეფექტიანობის ანალიზი და ჰიდროელექტროსადგურების შეფასების მეთოდოლოგია წარმოადგინეს.

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნულ ექვს ენერგოობიექტზე  მდგომარეობის შეფასების და  ენერგეტიკული მახასიათებლების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია  დეტალური ტექნიკური აუდიტის ჩატარება.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ ორგანიზებით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სრულფასოვანი შეფასებისთვის კვლევები სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰესების რეალური შესაძლებლობები დადგინდეს და სამომავლო ღონისძიებები განისაზღვროს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე - გარემოს დაცვის შეაფასების კანონმდებლობასა და წყლის რესურსების რეგულირების კანონპროექტზე გაამახვილა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილებების გარემოების გათვალისწინებით, ქვეყანაში განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და წყლის რესურსების შესახებ ინფორმაცია იყოს მუდმივად განახლებადი.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics