2019-12-17 13:32:15, 1158 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტებს და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახი პოლიციის ძალის გამოყენებით დაატოვებინეს
სამოქალაქო აქტივისტებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ამჟამად სამუშაო ოთახის მისაღებში მხოლოდ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. აქტივისტებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს და გააკრეს სტიკერები წარწერით „შეცვალე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,