13:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 11:43:32, 849 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ფერმერის მეურნეობას სტუმრობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარის, ანზორ მსხილაძის მეურნეობა დაათვალიერა.

ანზორ მსხილაძემ, პროექტის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში, 7 ჰექტარზე კაკლის და 5 ჰექტარზე ბლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოსგან 63,000 ლარი მიიღო. ფერმერმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტითაც ისარგებლა, გრანტის სახით 37,700 ლარი მიიღო და კუთვნილ 7 ჰექტარზე გაშენებულ ხურმის ბაღისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ანზორ მსხილაძე შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიც არის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მან 192,000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო, რითაც საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ბაღები განაახლა და 30 სული საქონელიც შეიძინა. ფერმერს მეურნეობაში 10 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული  და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს.

„სახელმწიფო პროგრამებით მიღებულმა მხარდაჭერამ ფერმერებს წარმოების დაწყებისა და გაფართოების საშუალება მისცა. ანზორ მსხილაძე ერთ-ერთი ის ფერმერია, რომელიც პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების გაშენებას და განვითარებას წარმატებით ახდენს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი ხარისხის  ქართული პროდუქტის რეალიზაცია როგორც შიდა ბაზარზე, ისე მისი ექსპორტი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 470 ჰა მიწის ფართობზე მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები გაშენდა, ხოლო გაცემულმა თანადაფინანსებამ  3,230,000 ლარი შეადგინა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში კი, 52 მეწარმე ჩაერთო და სახელმწიფო თანადაფინანსებამ 592,000 ლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics