12:42 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 14:25:46, 1411 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობა კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაატოვებინებენ თუ არა დეპუტატის მანდატს საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძეს.

გიორგი ტყემალაძე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

„ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი გააკრიტიკა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics