|
2019-12-15 13:31:26, 1641 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: გავცვლით არგუმენტებს მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით
მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. მხარეები მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და არგუმენტებს ცვლიან. როგორც შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის შედეგები თითოეული მონაწილე პოლიტიკური პარტიის პოზიციაზეა დამოკიდებული. „წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს იყო გაჟღერებული მოსაზრება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან. დღეს ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა ამას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით და თუ რა შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული.როგორ გაგრძელდება მომავალში დიალოგი, ამას უკვე ვნახავთ შეხვედრის შემდეგ. წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)