2019-12-13 17:55:27, 1420 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენების გამო, რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა - პლენარული სხდომა გადაიდო
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერების გამო, რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფრომაციით, აღნიშნული გამო პლენარული სხდომა და „მინისტრის საათის“ ჩატარება გადაიდო.
„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,