|
2019-12-13 17:17:36, 1815 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტში მესამე მოსმენისთვის მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, როგორც მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს არ ცვლის კანონპროექტის შინაარსს. პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურებისა და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტასთან, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მისი მიზანი და ფუნქციები, სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება. კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამივე მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, ფართო ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა. „ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები და ფართო ჩართულობით, ჩვენ მოვახერხეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პაკეტის ჩამოყალიბება. ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება აშშ-ის საელჩომ, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას. ეს მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას - საუბარია დისციპლინური წარმოების საკითხებზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწაზე. სამივე მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები და ჩვენ, ამ კუთხით, ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)