|
2015-07-23 22:42:18, 6205 ნახვა
კულტურა
პირველად საქართველოში ცნობილი ფესტივალი GlobalGathering გაიმართება
პირველად საქართველოში, 2015 წლის 11 სექტემბერს, „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით ტარდება საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering. GlobalGathering არის ბრიტანული ფესტივალი, რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად ტარდება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, სამხრეთ კორეაში, უკრაინაში, თურქეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში GlobalGathering აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფესტივალი და განთქმულია მსოფლიო დონის მონაწილე DJ-ებით. საქართველოში Global Gathering-ის ჩატარების ლიცენზია მოიპოვა „ბრავო რექორდსმა“ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში ლიცენზირებული უცხოური მუსიკალური ფესტივალი ტარდება. GlobalGathering-ის ჩატარება მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბის და სტანდარტის მქონე ფესტივალის დამკვიდრებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნიჭიერი ქართველი DJ-ების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენას და მათი საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. GlobalGathering ახალგაზრდული მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მის ჩატარებას მსოფილოში ყოველწლიურად ასეულ ათასობით ადამიანი ელოდება. GlobalGathering საქართველო 2015 ჩატარდება ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, რომელიც დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებისთვის. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქალაქ რუსთავის, როგორც ინდუსტრიული იმიჯის მქონე ქალაქის, კულტურულ განვითარებას და საქართველოს ამ რეგიონში ტურისტების მოზიდვას. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი არის მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების 10-გზის გამარჯვებული, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლეგენდარული DJ, რომლის დონის მუსიკოსიც, ამ მიმდინარეობაში, საქართველოში ჯერ არ არის ნამყოფი – FATBOY SLIM, რომელიც მდიდარი მუსიკალური ბიოგრაფიის გარდა, ცნობილია სახელგანთქმული ჰიტებითა და ვირტუოზული შოუებით. ფესტივალის ფარგლებში შედგება პირველი ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია, რომლიც ავტორიც, „ბრავო რექორდსის“ კომპოზიტორი, ბორიკო შხიანია. ეს გახლავთ ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დებიუტი “progressive house”-ის მიმართულებით, რომლის სახითაც, ფესტივალის სტუმრებს ძალიან დიდი სიურპრიზი ელით. ფესტივალზე ასევე დაუკრავენ სხვა ცნობილი უცხოელი და ქართველი DJ-ები, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გამოცხადდება. GlobalGathering საქართველო 2015 გამორჩეული იქნება სხვადასხვა ტიპის შოუს ელემენტებით, გასართობი წარმოდგენებითა და სახალისო აქტივობებით, რომელთა განხორციელებასაც უზრუნველყოფს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)