2019-12-12 15:43:39, 1526 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და კობა ლურსმანაშვილი შეუძლოდ გახდნენ.
„დაშავდა ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი - ირაკლი მიქაძე და ციური როსტომაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.
პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,