|
2019-12-12 14:00:11, 1438 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ თავისი „ბანძი“ და „გოიმური“ მოქმედებებით დღეს დამთავრდა
„თავისი სატელიტი პარტიებით და მოძრაობებით „ნაცმოძრაობა“ დღეს დამთავრდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა და დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. მდინარაძის თქმით, ეს არის ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია და არ შეიძლება მსგავსი მდაბიო საქციელებით უნიჭო პერფორმანსის დადგმა. „საქმე გვაქვს ყველზე მდაბიო საქციელთან, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით და მოძრაობებით დღეს დამთავრდა, ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ ასეთი ბანძი და გოიმური მოქმედებებით. შეიძლება აღშფოთება გამოითქვას, მაგრამ იმდენად მდაბიო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა, არც თამაში, არც პერფორმანსი არ ქვია, ამას ქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია. არ შეიძლება ასეთი საქციელები, რაც არ უნდა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს პროცესები, არ შეიძლება, ასეთი მდაბიო საქციელებით უნიჭო პერფორმანსი დადგა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)