|
2019-12-12 12:02:30, 1076 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ვეუბნებით, რომ ჩვენ მოგატყუეთ
„მე მიმაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოუხსნა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ბრალდება, როგორიცაა იმ დროის უსამართლო სასამართლო“, - ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფოფხაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატისთვის რეკომენდაციის გაწევა არის მეორე ტყუილი, პროპორციული არჩევნების დაპირების შემდეგ. „მე მიმაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოუხსნა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ბრალდება, რაც ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის მიმართ, რომ იმ დროს იყო უსამართლო სასამართლო. დღეს ეს ბრალდება მოიხსნა, ამ ადამიანების მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა რომ ეს ხალხი ღირსია იყოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე. თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები იმსახურებენ იმას, რომ უზენაესის უვადო მოსამართლეები იყვნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სასამართლოს მიმართ ჩვენ პრეტენზიებს ვხსნით. ყველა ადამიანს, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, იმის გამო, რა უსამართლობაც ხდებოდა ქვეყანაში, ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენ მოგატყუეთ. ეს არის დიდი ტყუილი, პროპორციული არჩევნების შემდეგ, რომლითაც მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)