11:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 15:59:00, 1858 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში 180 ხე დაირგო

გლდანის რაიონში, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. 15 მისამართზე სხვადასხვა ჯიშის, 180 ფოთლოვანი ხე დაირგო.

საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, აფხაიძის ქუჩაზე N7-N9, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N2 , მეოთხე ბ მიკრორაიონის N29, N35, N42 – N43 კორპუსების ასევე, მესამე მიკრორაიონის N19 და გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N21-N22, მეშვიდე მიკრორაიონის N17 ვ, მეხუთე მიკრორაიონის სკვერში, მეოთხე მიკრორაიონის N92ა - N92 ბ, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსების მიმდებარედ ხეები დაირგო. მცენარეების დარგვა გლდანულას N2-N2 ა, N3-N3ა, გობრონიძის ქუჩაზე და სოფელ გლდანში 26 მაისის  რეაბილიტირებულ სკვერში განხორციელდა. ასევე, ხიზაბავარის ქუჩა N47-ის მიმდებარედ. რაიონში  სხვადასხვა ფოთლოვანი ხე - ჭადარი, ნეკერჩხალი, არღავანი და ტყემალი დაირგო.

აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 68 839 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ხეების დარგვა ჯამში, 24 მისამართზე განხორციელდა და 360  ხე-მცენარე დაირგო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics