|
2019-12-11 15:42:58, 1622 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ჯარზე საუბრობს
„პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი“,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს და არც ეყოლება. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჯარიც ჰყავს და ღირსეული ჯარისკაცებიც, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის ყველაფერს აკეთებენ. "პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე. მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები, ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, ცოტა განსხვავებული კონტექსტი იყო შინაარსობრივად რომ შევხედოთ, მის განცხადებას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამაც გააკეთა განმარტება.“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)