14:04 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 13:11:32, 1626 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი - ციხეებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ არსებობენ პრივილეგირებული პატიმრები

„როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, დაკვირვებამ იქ მიმდინარე პროცესებზე გვაჩვენა, რომ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენები  და პრივილეგირებული პატიმრები“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ღია ტიპის დაწესებულებებში, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა არის მკვეთრად დაბალი

„როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, დაკვირვებამ იქ მიმდინარე პროცესებზე, მოვლენებზე. ასევე, ყოფილ პატიმრებთან გასაუბრებამ დაგვანახა, რომ იქ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენების და მმართველობის ნიშნები და პრივილეგირებული პატიმრები. მე ვერ დავარქმევ მათ კონკრეტულ სახელებს, შემიძლია ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეთი ტერმინებით. იმ დაწესებულებებში, სადაც, ძირითადად ასეთი მმართველობა შეინიშნება და ის არის ღია ტიპის დაწესებულებები, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა არის მკვეთრად დაბალი, განსხვავებით იმ დაწესებულებებისაგან, რომელიც არის დახურული დაწესებულებები და სადაც ნაკლებადაა ასეთი ტიპის გავლენები“, - განაცხადა ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მან 20 ივნისის აქციის დაშლაზე, პრეზიდენტის შეწყალებაზე, მოსამართლეთა შერჩევასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics