|
2019-11-26 12:21:31, 1476 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა მიზერულია, რაც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს
„ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუკი პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება „გერმანული მოდელი“. „ეს დანაშაული ემოციითაც არის გამოწვეული . ამავდროულად, ორგანიზებულია ტრადიციული ჯგუფის მიერ და ასევე მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისაკენ. რასაკვირველია იმოქმედებდა პოლიცია. ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუკი პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს. ნებისმიერი საკითხი უნდა განვიხილოთ კანონის ჭრილში. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც კომფორტს გრძნობს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება „გერმანული მოდელი“ თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე წარმატება ვერ ექნება. ვფიქრობ, მათი მთავარი ამოცანა არის იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს. არამგონია, რომ მათ ამისთვის გადაეხვიათ როდესმე, თუმცა დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, კანონს არ უნდა გავცდეთ არც ისინი და არც ჩვენ“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)