19:33 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 17:55:30, 1243 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: სახელმწიფო არ დაუშვებს პარლამენტის ბლოკირებას

„როგორც ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც, სახელმწიფო არ დაუშვებს შენობის ბლოკირებას“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის შესაძლო პიკეტირების თაობაზე.

მდინარაძის თქმით, თუ დემონსტრანტების ქმედება კანონის ფარგლებს არ გასცდება, ისინი ყველა მხრივ დაცულები იქნებიან.

„ყველა სხვა შემთხვევაში როგორც ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც. სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ შენობის ბლოკირება მოხდეს და საქართველოს პარლამენტს მუშაობაში შეეშალოს ხელი.

ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ატყუებენ საზოგადოებას, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია სპეკულაციურია და ატყუებს იმ ადამიანებსაც კი, ვინც გულწრფელად აპროტესტებს იმას, რა ფაქტიც დადგა უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და უნდა გაიაზრონ ისიც, რომ თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს ამ კანონდარღვევას. მათ პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. დღეს საქართველოში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს და თუ კანონის ფარგლებს არ გასცდება ამ უფლების რეალიზება, ისინი ყველა მხრივ დაცული იქნებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics