|
2019-11-25 14:43:45, 1212 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ – „ოცნება“ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანა არეულობისთვის გაწიროს
„ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის“,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში, მოძრაობა „ლელო“ ერთადერთ გონივრულ გამოსავალად მომავალი არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას მიიჩნევს. „დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობის და არასტაბილურობის კერების შექმნა. სავალალოა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’, რომელმაც თავად შექმნა არსებული პოლიტიკური კრიზისი, დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. არ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები. ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის. ვინაიდან ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა შეგნებულად დაარღვია, მოძრაობა „ლელო“ ამ ვითარებაში, ერთადერთ გონივრულ გამოსავლად მიიჩნევს მომავალი არჩევნების ჩატარებას გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამ მოთხოვნით „ლელო“ აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)