|
2019-11-24 21:03:47, 1624 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის და მაჟორიტარების შეხვედრა დასრულდა რომელიც ხვალ დილით განახლდება
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილისა მაჟორიტარების შეხვედრა დასრულდა. სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს. მისი ინფორმაციით, ხვალ, 10:00 საათზე შეხვედრა გაიმართება უმრავლესობის ფორმატში. "შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით", - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა შედგა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის იმ მაჟორიტარებთან, რომლებიც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. ხუნდაძის ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი თემა საარჩევნო სისტემა იყო. დამატებით, თუ რაზე შეთანხმდნენ უმრავლესობაში და კონკრეტულად რატომ იყო გამართული შეხვედრა "პროდუქტიული", დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს. "ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით რასთან დაკავშირებით იყო", - თქვა ხუნდაძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)