|
2019-11-20 16:12:18, 1940 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი: ნებისმიერ დანაპირებს გადავთქვამ თუ დავინახავ, რომ ჩემს ქვეყანას საფრთხე ემუქრება
„ნებისმიერ ჩემს დანაპირებს გადავთქვამ თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დადგა დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა. „მე ვარ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი და ვიმყოფები პარლამენტში. თუ მე დავინახე რაიმე საშიშროება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ წუთს და დავინახე უფრო მეტი რისკი, ვიდრე ეს შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილების უკან, მე ვალდებული ვარ, შინაგანად გულწრფელი ვარ ჩემი თავის წინაშე, საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოს და სამშობლოს წინაშე, ეს ხმამაღლა განვაცხადო. ამიტომ, როცა დავინახე რისკები და რისკებზე პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდა, ამაზე დისკუსია გვქონდა გუნდის შიგნითაც - ნებისმიერ ჩემს დანაპირებს გადავთქვამ თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. უკვე დადგა ქვეყანაში იმის დრო, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არა იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე მოვახვიოთ თავზე არამედ, ვკითხოთ მოქალაქეებს, რა ურჩევნიათ და რა უნდათ მათ. უკვე არის იმის დრო, რომ გადაგდება არ გადაგდებაზე კი არა, თვითონ სარჩევნო პროცესზე ვისაუბროთ. როდესაც ასე აწვდით საზოგადოებას აზრს, თითქოს მაჟორიტარული სისტემა არის ჩამორჩენა და მხოლოდ რუსულ ნარატივს მიაბამთ, აი ეს არის ტყუილი და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. პირდაპირი მაჟორიტარული წესით ირჩევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. რატომ ასე არ აწვდით აზრს ჩვენს მოქალაქეებს? ამიტომ ეს მიზანმიმართული არის იმ ერთი ძალის „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და თქვენც ამ ძალის გარშემო ტრიალებთ. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)