23:28 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 13:04:19, 1054 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე: ივანიშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, განმარტება თავად გააკეთოს

ლევან კობერიძე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, პლენარული სხდომის დაწყებამდე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება.

კობერიძის განცხადებით, ივანიშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა გააკეთოს განმარტებები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დამოუკიდებელ დეპუტატს არ სჯერა, რომ რომელიმე მაჟორიტარი არ ემორჩილება ივანიშვილს.

„პირდაპირ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, რომ სანამ სხდომა დაიწყება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არის მმართველი პარტია, გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება. თუ პროცესები ხელისუფლებას მიჰყავს დესტაბილიზაციის და ვადამდელი არჩევნებისკენ, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე, უნდა გამოვიდეს და გადაბრალებები მაჟორიტარ დეპუტატებზე, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატები არ ემორჩილებიან ან ვერ გადაარწმუნა, ეს საბავშვო ბაღი არ არის. გამოვიდეს, აიღოს პასუხისმგებლობა, რა ხდება ქვეყანაში და გააკეთოს განმარტებები,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics