00:25 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 19:58:34, 1825 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

"არ გაბედო ჩაგდება!" - პარლამენტის შენობასთან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის წევრთა ნაწილის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების დაანონსებისა და კენჭისყრის გადადების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

როგორც ისინი აცხადებენ, თუ მმართველი გუნდი დაპირებას არ შეასრულებს და კანონპროექტი ჩავარდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ამ დროისთვის პარლამენტთან ათობით მოქალაქეა შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების გამო, კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, დღეს კენჭი არ უყარეს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო, რადგან კანონპროექტის ჩაგდების რისკი არსებობდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics