00:25 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 14:42:50, 1461 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველა რესურსი გვაქვს რომ "ნაცმოძრაობამ" 27 მანდატზე ბევრად ნაკლები მიიღოს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არათუ ასცდნენ 27 მანდატს, არამედ ბევრად ნაკლები მიიღონ.

„ნაცმოძრაობის“ ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ჭარბი, ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება, გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში. ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ისინი არათუ ვერ ასცდნენ 27 მანდატს, არამედ მიიღონ ამაზე ბევრად ნაკლები. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე

კობახიძის თქმით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების დროსაც არ თანამშრომლობდა უმრავლესობასთან.

„ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნათია ბერულავა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics