|
2015-01-24 18:25:06, 704 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილი: საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს
„საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს. მისი თქმით, ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა, რითაც ჩანს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ანგარიშს უწევს. „ვფიქრობ, ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა. მისი ნაბიჯით ჩანს ხელისუფლების ხელწერა. ისინი საზოგადოებას ანგარიშს უწევენ. საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. დაველოდოთ გამოძიებას და გავიგებთ შემდეგ შედეგებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერს თხოვნით გუშინ მიმართა. როგორც ჭიკაიძემ განმარტა, მისი გადადგომის მიზეზი ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებია, რომ თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)