|
2019-11-09 15:23:10, 1611 ნახვა
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა
„ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თბილისის საქალაქო სასამქრთლოში განაცხადა, სადაც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მისი თქმით, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც აცნობა, რომ ლევან აკინმა ზაფხულში ბავშვები მოტყუებით ქალაქგარეთ წაიყვანა, სადაც გარკვეულ სცენებში გადაიღო. „მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. ეს ბავშვები გამოიყენა თავის გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის, რის გამოც მშობლები მზად არიან პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რომლის გამოც, აუცილებლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ლევან აკინს. გუშინ, იქ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც არ ხდება ნებისმიერ ევროპულ საფეხბურთო სტადიონზე. ახალ წელს სახლიდან გამოვდიოდი და ჩემი მეზობლის ბავშვმა ფეხებში შემომიგდო ეს ასეთი ასაფეთქებელი. თუმცა, დიდებიც ესვრიან ხოლმე ერთმანეთს“, -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. ცნობისთვის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ, 8 ნოემბერს გაიმართა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც თან ახლდა დაპირისპირებაც.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)