02:36 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 11:57:08, 1872 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანების უფლებები ყოველთვის იყო და იქნება დაცული

„ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ცუდი სანახავი იყო, ძალიან სამწუხაროა“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახი კალაძე გუშინ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანების უფლებები ყოველთვის იყო დაცული და ეს ასე გაგრძელდება.

„ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც გუშინ ვიხილეთ, ძალიან სამწუხაროა. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები და ყველას უფლებები ყოველთვის იყო დაცული, ეს დღესაც ასე იქნება და მომავალშიც“, - განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ.

კალაძის განმარტებით, საქმე ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს აცოცხლებს.

„ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი - ის ადამიანები , რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან, მათ შორის ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე. მეორე კი ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზზსაც სწორს გააკეთებს“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics