|
2015-01-24 18:13:06, 1006 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური განცხადებით, შს მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერთან კონსულტაციები არ ჰქონია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერთან კონსულტაციები არ ჰქონია. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში განუცხადა. "მე ახლა ვასრულებ მოვალეობას, როგორც ჩვეულებრივ ხდება ყველა სამინისტროში. როცა მინისტრი ტოვებდა ქვეყანას, მაშინაც მე ვასრულებდი მის მოვალეობას. თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ მე ვიყო მინისტრი, ან სხვა პირი, ამას თავად იტყვის როცა ჩამოვა", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერს თხოვნით გუშინ მიმართა. როგორც მოგვიანებით პრემიერ-მინისტმრა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის ჭიკაიძის თხოვნას დააკმაყოფილებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)