10:05 - 29 May, 2020
2019-11-08 20:22:15, 532 ნახვა

კინო „ამირანთან“ ანა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას დაზიანება თავის არეში აღენიშნება. როგორც თავად სუბელიანი აცხადებს, მას ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიზანმიმართულად დაესხა თავს და ქვა ესროლა.

„ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა. მომვარდნენ, მიცნეს, მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს არ აკეთებდა ამის შესაჩერებლად. გადავრჩი, რომ თვალი არ დავკარგე“, - განაცხადა ანა სუბელიანმა.

ანა სუბელიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას ანგარიში პარლამენტში - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics